„უღიმღამო გუნდში თამაშობს…ძალიან ადრე მოიყვანა ცოლი…ქართველი ქალი ყველაფერს წაგართმევს და ქუჩაში დაგტოვებს…“ – ოთარ კუშანაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახსა და კარიერაზე

„უღიმღამო გუნდში თამაშობს…ძალიან ადრე მოიყვანა ცოლი…ქართველი ქალი ყველაფერს წაგართმევს და ქუჩაში დაგტოვებს…“ – ოთარ კუშანაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახსა და კარიერაზე

ქართული წარმოშობის რუსეთში მცხოვრები და მომუშავე ჟურნალისტმა, ოთარ კუშანაშვილმა Sport24-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

მას მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების თაობა სრულიად განსხვავებულია, “ნაპოლის” ქართველმა ვარსკვლავმა კი ოჯახი ნაადრევად შექმნა.

“არიან თუ არა დღეს ქართველი ფეხბურთელები რუსებზე უკეთები? – დიახ. დღეს საქართველო 100-ჯერ ძლიერია რუსულ ფეხბურთზე.

გასულმა ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ეს კარგად აჩვენა. მწვრთნელები, სკაუტები და ყველა ამ ჩემპიონატს ყურადღებით აკვირდებოდა .

ეს ახალგაზრდა თაობაა, რომელიც არანაირ დათმობაზე არ მიდის. მაგალითად, მარადიშვილმა გამოთვალა რამდენ დროს კარგავს ელექტრონულ მოწყობილობებზე და შერცხვა. ქართველი ახალგაზრდები აღარ ეწევიან თამბაქოს თამაშებს შორის, და აღარ სვამენ ჭაჭას, ეს სხვა თაობაა.

კვარაცხელია? ხვიჩა უღიმღამო გუნდში თამაშობს, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა კლუბიდან სპალეტი წავიდა. მან “ნაპოლის” ოქროს მედლები მოუტანა და სურდა გუნდიდან მაჟორულ ნოტაზე წასულიყო, ტირანმა პრეზიდენტმა კი მადლობაც არ გადაუხადა. ამის შემდეგ მთავარმა თავდამსხმელმა (ოსიმენმა) ხვიჩას აგენტს მოუწოდა მოეკეტა, მაშინ როცა ხვიჩა მის გვერდით თამაშობს.

და აი კიდევ რა შევამჩნიე… მე ადამიანის ფიზიონომიას ვაკვირდები. ვნახე “კვარას” ცოლთან ერთად გადაღებული ფოტო. მან ძალიან ადრე მოიყვანა ცოლი… პირველივე წარმატების შემდეგ.

ქართველი ქალი ყველაფერს წაგართმევს და ქუჩაში დაგტოვებს…

ეს იგივე იქნებოდა მე, რომ “ბუკმეკერებთან” გაფორმებული პირველივე კონტრაქტის შემდეგ, ანფისა ჩეხოვა შემეთრია საძინებელში, ყველაფერს დავკარგავდი.

თუ ხვიჩა “ნაპოლიში” დარჩება, ის ქართველ ივან იგნატევად გადაიქცევა. თუ კვარაცხელია “ჩელსიში” გადავა, მუდრიკს სამუდამოდ ამოაგდებს გუნდიდან. საინტერესო იქნება მისი ხილვა პრემიერ ლიგაში”, – თქვა კუშანაშვილმა.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია