იცით, რატომ დაიწყეს ქალებმა ფეხების გაპარსვა სინამდვილეში და კავშირშია ის მეორე მსოფლიო ომთან?

იცით, რატომ დაიწყეს ქალებმა ფეხების გაპარსვა სინამდვილეში და კავშირშია ის მეორე მსოფლიო ომთან?

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით საინტერესო ისტორიას იმის შესახებ თუ როგორ გაჩნდა ფეხების გაპარსვის მოდა და რა კავშირში იყო მასთან მეორე მსოფლიო ომი.

ანტიკური სამყარო

ალბათ იცით, რომ მოდა ბრუნავს. ეს ეხება დღევანდელ თემასაც. სინამდვილეში, ფეხის გაპარსვის ტრადიცია ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში დაიწყეს, რაც მოდის არა ერთგვარი ტენდენცია, არამედ აუცილებლობაც კი იყო. ითვლებოდა, რომ ფეხების გაპარსვა ცხელ კლიმატში ინფექციების გავრცელებას უშლიდა ხელს.

ფეხებს მამაკაცებიც იპარსავდნენ და ქალებიც, და ამისთვის როგორც ბასრპირიან საგნებს, ასევე სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ, რომელიც თაფლის, ცვილისა და არომატული ზეთების ბაზაზე იყო დამზადებული.

ძველ რომში ასევე ცდილობდნენ თმის მოცილებას, მაგრამ ამის გაკეთების უფლებას თავს მხოლოდ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები აძლევდნენ, გლეხებს და ღარიბებს ამისთვის ნამდვილად "არ სცხელოდათ". ამის შემდეგ რომის იმპერია დაინგრა, და მსოფლიოც ქრისტიანიზაციის გავლენის ქვეშ მოექცა. რელიგია უპირატესობას უფრო შინაგან სილამაზეს ანიჭებდა, და არა გარეგნულს, შესაბამისად, ფეხების გაპარსვაც მივიწყებულ იქნა.

მე-20 საუკუნე და ომი

მთელ მსოფლიოში მე-20 საუკუნემდე ქალბატონებს თავიანთი თმიანობა დიდად არ ადარდებდათ, თუმცა 1915 წელს ჟურნალმა "Harper's Bazaar"-მა სკანდალური ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც უმკლავებო კაბაში გამოწყობილი, ხელებაწეული გოგონა ამაყად პოზირებდა, რომელსაც გაპარსული იღლიები ჰქონდა. ფოტოს ბომბის ეფექტი ჰქონდა, რადგან მიღებული იყო რომ ქალს სხეული მაჯებიდან ტერფებამდე დაფარული უნდა ჰქონოდა.

მოდური ტრენდი ქალბატონებს შორის მალევე პოპულარული არ გამხდარა, ის მათ ცხოვრებაში მხოლოდ 1922 წლისთვის დამკვიდრდა. დაახლოებით იმავე პერიოდში მოდაში დამოკლებული კაბებიც შემოვიდა და ფეხის მოვლაზეც ცხარე კამათი დაიწყო. ქალების უმეტესობა გაპარსულ ფეხებს მარტივად ხელმისაწვდომობის სიმბოლოდ მიიჩნევდა.

იმ დროისთვის გოგონები ფეხების დაფარვას ჯერ აბრეშუმის, შემდეგ კი ნეილონის წინდებით ამჯობინებდნენ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კი ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ პარაშუტების შესაქმნელად ორივე მასალა იყო საჭირო. შეერთებულ შტატებში ქალბატონებს ჯარის დასახმარებლად ძველი წინდების ჩაბარებისკენ მოუწოდებდნენ. ამის ამსხველი საარქივო ფოტოც კი შემორჩა.

რა უნდა ეღონათ ქალებს შექმნილ სიტუაციაში? მათ ჩაცმული წინდების იმიტაციისთვის სპეციალური საცხიც კი გამოიგონეს. მართალია, მისი თმაზე წასმა საკმაოდ რთული იყო, ამიტომ სამართებელი იმდროინდელი თანამედროვე ქალის ყოველდღიურ ცხოვრებაში მყარად დამკვიდრდა. კომპანია "Max Factor"-მა სპეციალური ფანქარიც კი გამოუშვა წინდის სახასიათო ხაზის დასახაზად.

ომის შემდეგ წინდები ბაზარზე საჭირო რაოდენობით კვლავ გამოჩნდა და საკმაოდ ცნობილი კომპანია "ჯილეტისა" და მოდელ ბეტი გრეიბლის სარეკლამო საქმიანობის წყალობით ფეხების გაპარსვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ბეტიმ თავისი 5 მილიონზე მეტი ფოტო გაყიდა, სადაც ის თოვლივით თეთრ საცურაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი, რომელშიც გაპარსული ფეხების დემონსტრირებას ახდენდა.

გაპარსვის პოპულარიზაცია კი ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა და მსახიობმა მარლი რენფრომ ასე ახსნა: "ბოლო წვეთად მეორე მსოფლიო ომის დროს ბეტი გრეიბლის ცნობილი ფოტო იქცა თავისი ლეგენდარული გლუვი ფეხებით: კიდურების გაპარსვა ნამდვილი პატრიოტიზმის აქტი იყო".

წყარო

გთხოვთ გააზიაროთ სტატია