ქართველებთან სურათის გადაღებაში ორმაგ თანხას ვიღებო, ვუთხარი თოფურიამ ისეთი რამ გაუკეთა ესპანეთს, აქეთ გეკუთვნის გადახდა თქო - რას წერს თამარ წიკლაური, რომელიც ბანდერასს შეხვდა

ქართველებთან სურათის გადაღებაში ორმაგ თანხას ვიღებო, ვუთხარი თოფურიამ ისეთი რამ გაუკეთა ესპანეთს, აქეთ გეკუთვნის გადახდა თქო - რას წერს თამარ წიკლაური, რომელიც ბანდერასს შეხვდა

„მოგზაურთა კლუბის“ ფეისბუკგვერდზე თამარ წიკლაური მალაგაში ცნო­ბილ მსა­ხი­ობთან, ან­ტო­ნიო ბან­დერასთან შეხვედრის შესახებ ყვება.

„მოკლედ ესე იყო: ვარ მალაგაში და აეროპორტში წასვლამდე 8 საათით ადრე მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ქალაქში ბოდიალი. გავუარეთ ერთ-ერთი რესტორნის ეგრეთწოდებულ ტერასას და ჩემი მეუღლე მშვიდად მეუბნება: ნახე ეს ის არ არის?

მე-ვინ კაცო? მეუღლე-ის.

შევხედე და ვერ ვიცანი. ბანდერასი კაცო, მეუბნება.

რას მომითმენდა გული, მივედი და ვეუბნები. გამარჯობა, არ ვარ ესპანელი, დღეს მივფრინავ და იმიტომ მივეცი თავს უფლება რომ გამოგელაპარაკეთ. (სადილობას აპირებდნენ) ქართველი ვარ და შეიძლება სურათი გადავიღო თქვენთან?

გაიღიმა და მეუბნება: ოოო ქართველებთან სურათის გადაღებაში ორმაგ თანხას ვიღებო დაუკითხავად მივუჯექი და ვუთხარი: ჩემო კარგო, თოფურიამ ისეთი რამ გაუკეთა ესპანეთს, აქეთ გეკუთვნის გადახდა რომ ქართველთან სურათს იღებ

აა, მართალი ხარო და ესეც სურათი“, – წერს თამარ წიკლაური.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია