ლიზამ ორსულობა მოიგონა და ასე აიძულა მიშა ეს ვიდეო ჩაეწერა მათი ურთიერთობის შესახებ… მათი ურთიერთობა მას შემდეგ დასრულდა როდესაც გაირკვა რომ მიშას მთელი ქონება დედამისის სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული

ლიზამ ორსულობა მოიგონა და ასე აიძულა მიშა ეს ვიდეო ჩაეწერა მათი ურთიერთობის შესახებ… მათი ურთიერთობა მას შემდეგ დასრულდა როდესაც გაირკვა რომ მიშას მთელი ქონება დედამისის სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული

უკრაინულმა გამოცემამ  strana.news მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ ახალი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს ეს ინფორმაცია მათი საერთო მეგობრისგან მოიპოვა და მას სანდო წყაროს უწოდებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მართლაც ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან უკვე თითქმის ერთი წელია არ ყოფილა მოსანახულებლად და მასზე თითქმის აღარც საუბრობს.

“მან ორსულობა მოიგონა. მიშას და დედამისს უთხრა, რომ ბავშვს ელოდებოდა. ამგვარად, აიძულა მას გადაეღო ვიდეო აღიარება მათი ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის საქართველოში წასვლამდე. როდესაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ვიდეო თავად გაასაჯაროვა” – განმარტავს წყარო ექს-პრეზიდენტის ახლო წრიდან. მათი ურთიერთობა მას შემდეგ დასრულდა, როდესაც გაირკვა, რომ მიშას მთელი ქონება დედის სახელზე იყო რეგისტრირებული.

ასევე, წყაროს ცნობით, იასკოს ეჭვიანობდა მისი პატარა ქალიშვილზე ელის-მარიაზე, სთხოვა ბავშვის სურათები კამერაში არ ჰქონოდა გამოფენილი. ახლა, როცა სააკაშვილი ციხეში მძიმე მდგომარეობაშია, ლიზას ის თითქმის არ ახსოვს.

“ის არ დაფრინავს მის სანახავად, არაფერი არ აკავშირებს მასთან“, – ამბობს Strana-ს წყარო.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს და ლიზა იასკოს საერთო შვილი ჟასმინ იასკო ჰყავდათ, რომელსაც გიული ალასანიამ კიევში მდებარე ბინა გადაუფორმა. კიდევ ერთი შვილის არსებობის შესახებ, აქამდე მიხეილ სააკაშვილს არ დაუდასტურებია. ბავშვის შესახებ არაფერს არ წერს, უკრაინული მედიაც. მათი ინფორმაციით, ლიზა იასკო ორსულობას შესახებ იტყუებოდა.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია