"დუქანში ვმუშაობ, ანაზღაურება არ მაქვს, თუ ვინმე რამეს მაჩუქებს "შაბაშის“ სახით, ეგ არის“ - როგორ ცხოვრობს მერაბ კაშია?

"დუქანში ვმუშაობ, ანაზღაურება არ მაქვს, თუ ვინმე რამეს მაჩუქებს "შაბაშის“ სახით, ეგ არის“ - როგორ ცხოვრობს მერაბ კაშია?

მე­რაბ კა­შია სამ­ტრე­დი­ი­დან თბი­ლის­ში 2000-იან წლებ­ში ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე იც­ნობ­დნენ, რო­გორც ქარ­თუ­ლი ფა­ნო­ღის მე­ფეს. მისი სიმ­ღე­რე­ბი "მო­ვალ, მო­ვალ ვა­კის პარკში", "მინ­და გა­გე­ბუ­ტო ხან­და­ხან,“ "სოფო, სოფო, სოფო, სო­ფი­კო“ და უამ­რა­ვი სხვა უკვე ამ ჟან­რის ჰი­ტე­ბი იყი.

მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი მო­რი­დე­ბუ­ლო­ბის ბრა­ლია, რომ დღეს მე­რაბ კა­შია იშ­ვი­ა­თად ჩანს. ახლა გლ­დან­ში ცხოვ­რობს, მე­უღ­ლეს­თან, შვილ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად. სა­ღა­მო­ო­ბით დუ­ქან­ში მღე­რის, ხელ­ფა­სი არ აქვს, მაგ­რამ "შა­ბა­შე­ბის“ იმე­დად, კმა­ყო­ფი­ლია, რომ თამ­ბა­ქოს ფული მა­ინც აქვს...

- ბა­ტო­ნო მე­რაბ, რო­გორ ხართ, რო­გორ ცხოვ­რობთ?

- ვცხოვ­რობ ნელ-ნელა, პა­ტა­რა დუ­ქან­ში ვმუ­შა­ობ, ვერ­თო­ბი. ანა­ზღა­უ­რე­ბა არ მაქვს, თუ ვინ­მე რა­მეს მა­ჩუ­ქებს "შა­ბა­შის“ სა­ხით, ეგ არის. ხელ­ფა­სი არ მაქვს. ეს არის მხო­ლოდ ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი. ჩემი სიმ­ღე­რე­ბით ბევ­რმა ფული იშო­ვა, მაგ­რამ მე ხან­და­ხან სი­გა­რე­ტის ფუ­ლიც არ მაქვს.

- პე­რი­ო­დუ­ლად ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც გიწ­ვე­ვენ.

- მივ­დი­ვარ, ვიმ­ღე­რებ მოვ­დი­ვარ. მე არა­ფე­რი არ მაქვს მა­ქე­დან. ან ჩემი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ვინ მე­კი­თხე­ბა რა­მეს. ზოგი კი მე­კი­თხე­ბა, მი­რე­კავს, თქვენს გა­რე­შე არ მინ­დო­და და შე­იძ­ლე­ბა ვიმ­ღე­როო. შე­ას­რუ­ლე ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, არა­ვის არა­ფერს ვთხოვ.

- რო­გორც ვიცი, თქვე­ნი ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბის ავ­ტო­რი თა­ვად ხართ.

- დიახ, მე ვარ ტექ­სტი­სა და მუ­სი­კის ავ­ტო­რიც. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­შიც ვი­ყა­ვი გა­წევ­რე­ბუ­ლი, სამ თვე­ში ერთხელ 300 ლარს მი­რი­ცხავ­დნენ, პან­დე­მი­ის დროს არც იმას მი­რი­ცხავ­დნენ და გა­მო­ვე­დი. ბავ­შვო­ბი­დან თავ­მდა­ბა­ლი ვარ, ჩემი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ, ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლი გა­ვა­კე­თე, თა­ო­ბე­ბი აღვზარ­დე.

- ისე­თი რეს­ტორ­ნი­დან არ გქო­ნი­ათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, სა­დაც ხელ­ფასს და­გი­ნიშ­ნავ­დნენ?

- არა, ამ დუ­ქან­შიც რომ ვარ, მად­ლო­ბე­ლი ვარ. ორი წელი სრუ­ლი­ად უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი, აი­ვან­ზე ვი­ჯე­ქი და თუ­თუნს ვა­ბო­ლებ­დი. ახლა სი­გა­რეტს მა­ინც ვე­წე­ვი, მა­გის ფულს ვშო­უ­ლობ.

- ოჯახ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით.

- მყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი - გო­გო­ნე­ბი. ერთი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, მე­ო­რე თბი­ლის­ში მას­წავ­ლე­ბე­ლია. ორი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს - გო­გო­ნე­ბი, ჩემი მე­უღ­ლეც მუ­შა­ობს. ვცხოვ­რობთ რა.

- ბინა მა­ინც გაქვთ, თუ ქი­რით ცხოვ­რობთ?

- ერთი ეგ მო­ვას­წა­რი, რომ ბინა ვი­ყი­დე. ორი­ა­თას წელ­ში ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, მა­შინ ფული იშო­ვე­ბო­და, 100 ლარს ფუ­ლად არ ვთვლი­დი, მიყ­ვარ­და, ღვი­ნო, დუ­დუ­კი, ქა­ლე­ბი, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში მა­ინც ოჯა­ხია. მე­უღ­ლემ კი იცო­და ქა­ლე­ბი რომ მიყ­ვარ­და, ახ­ლაც მიყ­ვარს, მაგ­რამ ახლა სად არის სა­შუ­ა­ლე­ბა. ადრე რეს­ტორ­ნის წინ ორი ტაქ­სი მე­ლო­დე­ბო­და.

- რა­ტომ ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ პო­პუ­ლა­რო­ბა?

- პატ­რო­ნი არ მყავ­და. რომ ბნე­ლო­და და სი­ნათ­ლე არ იყო, "ვესნა“ მაგ­ნი­ტო­ფო­ნი მქონ­და და სიმ­ღე­რებს ვწერ­დი. ახლა აღარ ვწერ სიმ­ღე­რებს, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ ახალ­გაზ­რდებს უყ­ვართ ჩემი სიმ­ღე­რე­ბი. "იუ­თუბ­ზე" არ­ცერ­თი ჩემი სიმ­ღე­რა ჩემი ატ­ვირ­თუ­ლი არ არის, არა­და, თურ­მე ვინც ტვირ­თავს, ის ხალ­ხი შო­უ­ლობს ფულს. სულ არ ვი­ცო­დი, რომ აქე­და­ნაც ფული იშო­ვე­ბო­და. არც ის ვიცი, რო­გორ უნდა ავ­ტვირ­თო იქ ვი­დეო.

- დახ­მა­რე­ბა არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია? ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც ხომ გიწ­ვე­ვენ...

- მასე კი მიწ­ვევ­დნენ, "იმედ­ში“ რომ ვი­ყა­ვი, მე და ფა­ქომ დუ­ე­ტი ჩავ­წე­რეთ, მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა ჰქონ­და იმ სიმ­ღე­რას და მე "მარ­შრუტ­კით" წა­მო­ვე­დი შინ. ნა­ბა­ხუ­სე­ვი ვი­ყა­ვი და ლუ­დის ფუ­ლიც არა­ვინ მომ­ცა. ახლა გლ­დან­ში ვმღე­რი "გი­ვის დუ­ქან­ში“, ისე­თი კარ­გად მხვდე­ბა ხალ­ხი, ვუყ­ვარ­ვარ და მა­ფა­სებს. პირ­ველ რიგ­ში რო­გორც პი­როვ­ნე­ბას, ადა­მი­ანს მა­ფა­სე­ბენ. ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია "მინ­და გა­გე­ბუ­ტო“, "ოდა შე­მი­რიგ­დი გოგო“, "ძია კაცო გაბ­რა­ზე­ბით რად მი­ყუ­რებ.“

ვრცლად: ambebi.ge

გთხოვთ გააზიაროთ სტატია