nukri
გამოქვეყნდა: 15:11, 13 October 2021
ახალი ამბები / საზოგადოება

"ხალხო, მეხუთე ტალღა დაიწყო, კატასტროფა ხდება საქართველოში... ახლა ყველამ მომისმინეთ, გეტყვით უმძიმეს ამბავს" - დევი ტაბიძე უმძიმეს განცხადებას აკეთებს

"ხალხო, მეხუთე ტალღა დაიწყო, კატასტროფა ხდება საქართველოში... ახლა ყველამ მომისმინეთ, გეტყვით უმძიმეს ამბავს" - დევი ტაბიძე უმძიმეს განცხადებას აკეთებს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის დევი ტაბიძის შეფასებით, კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა ყველანაირ ზღვარს გასცდა და კატასტროფული მდგომარეობაა, ქვეყანაში „მეხუთე ტალღამ“ აიღო სტარტი.
 
როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში" განაცხადა, დაბალი იმუნიზაციის ფონზე გაიზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევები.
 
„სამწუხაროდ, დღევანდელი ციფრები და მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს გასცდა, კატასტროფულია. ეს მდგომარეობა გამოწვეულია მხოლოდ სამი მიზეზით, რომლის რეალური შეჩერება შესაძლებელია. ადამიანებმა უნდა გამოავლინონ სოციალური პასუხისმგებლობა, არ დაივიწყონ, რომ არ შეიძლება პირბადის გარეშე სიარული, არ შეიძლება სოციალური დისტანციის დარღვევა, თავყრილობების არსებობა, შეკრება უნდა შევაჩეროთ. პრაქტიკულად სტარტი აიღო „მეხუთე ტალღამ“, ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ამას შევხვდით პრაქტიკულად განულებული ვაქცინაციის პროცესით, ეს არის ჩვენი ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ეს ციფრი შედეგზე არ მიგვიყვანს, ეს არის ვაქცინაციის ნულოვანი მდგომარეობა. გეტყვით უმძიმეს ამბავს... ეს მიგვიყვანს იმ შედეგზე, რომ გაიზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევებიც. პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა, ამ ყველაფერმა იმ ციფრებზე მიგვიყვანა, რაც დღეს გვაქვს“, - აღნიშნავს ტაბიძე.
 
მან იმუნიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესზე ზუსტი მესიჯი მიაწოდონ.
 
„საზოგადოების რეალური თანხვედრაა საჭირო, ასევე იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ჰოსპიტალური სექტორის ერთიანობა, რომელიც ზუსტ მესიჯს მიაწვიდის მოსახლეობას. სამწუხაროდ, უნდა გაიზარდოს რაოდენობა და გარდაცვალების ციფრი, რომ ე.წ. მინიმალური შიშის სინდრომი ჩამოყალიბდეს ადამიანებში? ეს ძალიან ცუდია. თუ ამის მეტი თვითშეგნება არ გაგავაჩნია, კიდევ უფრო უარესია. როდესაც წავიკითხავთ, რომ გარდაიცვალა 70-80 ადამიანი, მაშინ უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია?!“- აღნიშნავს ტაბიძე.

 

ამასთან, მისივე განმარტებით, ვირუსების ე.წ. ახალი შემოტევა გრძელდება-ძალიან გართულდება დიაგნოსტიკა რა ტიპის ვირუსია, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს.

 

როგორც ტაბიძე განმარტავს, ვირუსების თანხვედრა ცუდ შედეგებს მოიტანს.

 

„ჩვენ ახლა ზუსტად იმ ფაზაში ვიმყოფებით, სადაც ვირუსების ე.წ. ახალი შემოტევა და სხვადასხვა ტიპის ვირუსის ერთიანი შემოტევა გრძელდება. ეს ყველაფერი კი მიგვიყვანს იმ თანხვედრაზე, რასაც „ტვინდემია“ დაარქვეს. ეს გამოიწვევს საკმარისად უარყოფით შედეგებს. ძალიან გართულდება დიაგნოსტიკა რა ტიპის ვირუსია, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დადასტურება ვერც მოახდინოს, თუნდაც იმ „პისიარ“ ტესტმა, სწრაფ ტესტებზე საუბარი არ არის. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ვირუსების ერთმანეთთან თანხვედრა უფრო მეტად ცუდი გამოსავლების და შედეგების მომტანია“, - აღნიშნავს ტაბიძე.


Ctrl
Enter
ხედავთ შეცდმას
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
დისკუსია (0)
ფილმები ქართულად ფილმები ქართულად
მსგავსი ამბები:
კატასტროფული წყალდიდობა – ჩვენ გავხდებით ახალი მასშტაბის მომსწრე – რას წერენ მეცნიერები
კატასტროფული წყალდიდობა – ჩვენ გავხდებით ახალი მასშტაბის მომსწრე – რას წერენ მეცნიერები
03.10.21, მსოფლიო
თუ ამ სიმპტომებს შენიშნავთ, ბავშვები სკოლაში არ წაიყვანოთ! – ექიმი მშობლებს აფრთხილებს
თუ ამ სიმპტომებს შენიშნავთ, ბავშვები სკოლაში არ წაიყვანოთ! – ექიმი მშობლებს აფრთხილებს
29.09.21, ახალი ამბები / საზოგადოება
მორიგი "აურზაური სალხინეთში". საიდუმლო ფაილები: ვინ გვისმენს და ვინ ავრცელებს?
მორიგი "აურზაური სალხინეთში". საიდუმლო ფაილები: ვინ გვისმენს და ვინ ავრცელებს?
18.09.21, ახალი ამბები / საზოგადოება / სამართალი
მე, მსხვილი ბიზნესმენის ცოლი ვსაუბრობ და შეწუხებული ვარ – ჰყოფნის თუ არა თაკო ჩარკვიანს ქმრის შემოსავალი
მე, მსხვილი ბიზნესმენის ცოლი ვსაუბრობ და შეწუხებული ვარ – ჰყოფნის თუ არა თაკო ჩარკვიანს ქმრის შემოსავალი
17.09.21, ახალი ამბები / საზოგადოება
აცრა გავიკეთე გუშინ და იცით რა მოხდა? – რას წერს ქალი, რომელიც “ფაიზერით” აიცრა
აცრა გავიკეთე გუშინ და იცით რა მოხდა? – რას წერს ქალი, რომელიც “ფაიზერით” აიცრა
14.08.21, ახალი ამბები / საზოგადოება

სხვა სიახლეები: