ვინც ეს გაიგო ყველა შოკშია, არავის წარმოედგინა, მაგრამ თავში უცებ გადამიბრუნდა ყველაფერი – ლენუკა ყიფშიძე

ვინც ეს გაიგო ყველა შოკშია, არავის წარმოედგინა, მაგრამ თავში უცებ გადამიბრუნდა ყველაფერი – ლენუკა ყიფშიძე

ჟურნალ სარკესთან ინტერვიუს დროს ლენუკა ყიფშიძემ ისაუბრა თუ როგორ არ უნდოდათ მის ოჯახისწევრებს მისი რეალით შოუში გამოჩენა, კერძოდ კი პრაიმჰაუსში. მისი თქმით ჯერ დედა შეეწინააღმდეგა, შემდეგ კი მამა, მაგრამ ბოლოს მაინც დაიყოლია.

ოჯახის წევრებს ძალიან არ უნდოდათ, პირველ რიგში, დედაჩემს, შემდეგ მას აჰყვა მამაჩემი…

ზურა იმდენად მიცნობს და იმდენად მენდობა, რომ ყოველთვის მხარს მიჭერს გადაწყვეტილებაში. ზუსტად იცის, ისეთს არასდროს არაფერს გავაკეთებ, რაც მას არ მოეწონება და შერცხვება. როცა გადავწყვიტე პროექტში შესვლა, ერთი რამ მითხრა, მოდი, იყავი ის, ვინც ხარო. მეც ზუსტად ამას ვაპირებ, თამაში არ შემიძლია…

ვინც ეს გაიგო, ყველა შოკშია. არავის წარმოედგინა, რომ 40 წლის ასაკში რეალითი შოუში შევიდოდი. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ერთფეროვნება არ მიყვარს. სულ მიყვარს საკუთარი თავისთვის გამოცდების მოწყობა, ამიტომაც ინტერესმა მძლია და გადავდგი ეს ნაბიჯი. რამდენიმე თვის წინ რომ გეკითხათ, აუცილებლად გეტყოდით, გამორიცხულია, მე რეალითი შოუს მონაწილე ვიყო-მეთქი. ერთადერთხელ მივიღე მონაწილეობა შოუში “კოდი” და მაშინ ვთქვი, რომ აღარასდროს ვიქნებოდი შოუს მონაწილე, მაგრამ თავში უცებ გადამიბრუნდა ყველაფერი.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია