რას ჰყვებიან თვითმხილველები თვითმფრინავში ჩხუბზე – ნახეთ ვიდეო ქუთაისიდან

რას ჰყვებიან თვითმხილველები თვითმფრინავში ჩხუბზე – ნახეთ ვიდეო ქუთაისიდან

ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიული დაშვების მიზეზი მგზავრებს შორის დაწყებული კონფლიქტი გახდა.

კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაიწყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის მოქალაქე გოგოს ავიწროებდა და კონფლიქტის დაწყების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
“ჩემი მეგობარი მგზავრობს აღნიშნული რეისით, როგორც მითხრა, რუსი იყო მთვრალი, რომელიც იგინებოდა და მანდვე მჯდომ გოგოს ავიწროებდა, ქართველი გამოესარჩლა და ტელეფონით გაუხეთქა შუბლი. ჩხუბისა და ალიაქოთის გამო, დროებით ავარიულად დაეშვა რუმინეთში თვითმფრინავი, ქართველები და რუსიც ჩაიყვანეს”, – აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.
მომხდარმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.


მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ქართველი მგზავრი სწორად მოიქცა. ნაწილისთვის კი ეს ქცევა რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტს წაახალისებაა. ვიდეოკადრები ჯგუფ ,,მოგზაურა კლუბში” გავრცელდა, სადაც გამოხმაურება არაერთგვაროვანია. კომენტარების სექციაში უკმაყოფილება გამოიწვია იმანაც, რომ საქართველოს მოქალაქე ფრენის დასრულებას არ დაელოდა.


,,მთავარი არხის” ინფორმაციით თვითმფრინავის ავარიული დაშვება დაშავებული რუსი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გახდა საჭირო, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მაღალი წნევის პირობებში მისთვის სისხლდენის შეჩერება ვერ მოხერხდა.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია