“პატრიარქის ახალი ინიციატივა ასეთია...“ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

“პატრიარქის ახალი ინიციატივა ასეთია...“ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის წევრები მის უწმინდესობას შეხვდნენ.

ა.წ. 19 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან შეხვედრა შედგა.

ფონდის აღმასრულებელი მდივნის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მოკლე მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ფონდის მთავარმა მმართველმა, ბ-ნმა ლაშა ჟვანიამ წარმოადგინა ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.

მისმა უწმინდესობამ ფონდის ხელმძღვანელები, წევრები და შემომწირველები დალოცა, მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ შემდგომში კიდევ უფრო მეტის გაკეთება იქნება შესაძლებელი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, ამავე შეხვედრაზე, ფონდის მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შევიდა ხუთი ახალი წევრი:

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, როინ მეტრეველი,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, პროფესორი ჯაბა სამუშია,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, პროფესორი, დავით გურგენიძე,

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა აბაშიძე,

პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია