მაშველებმა სტიქიის ზონაში ტყუპი დის ცხედრები იპოვეს

მაშველებმა სტიქიის ზონაში ტყუპი დის ცხედრები იპოვეს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ტყუპი დების დაღუპვა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ამ დროისთვის რვა ცხედარია ნაპოვნი.

ადგილზე მიმდინარეობს ერთი პირის სამძებრო სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია